Wednesday, September 16, 2009

ეხლა, სანამ შენ აქ მის ბლოგს კითხულობ, ის შეიძლება სადმე ქუჩაში მისეირნობს, ან სულაც ლექციაზე ზის, სამსახურში გარბის (და როგორც ყოველთვის, მაინც აგვიანდება), ცხელ ყავას მიირთმევს, კომპიუტერს აფეთქებს, სძინავს. იქნებ შენზეც ფიქრობს? მოკლედ, დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ სუნთქავს. . .
მას უყვარს მზე, ძილი, სიცილი, მეგობრები, ზაფხული, ბუდას ბებიის გამომცხვარი ნამცხვარი. . .
ის გიჟდება ოპერაზე, წვიმაზე, ღამის ქალაქზე, პიკნიკებზე. . .
პირველი რასაც გაღვიძებისთანავე აკეთებს: რთავს კომპიუტერს და უსმენს მუსიკას.
მას მოსწონს lounge, chill out, ambient, blues, jazz, indie. მაგრამ ეხლა რატომღაც გადაუწყვიტავს, რომ მუსიკაში კარგად გასარკვევად ძველი პერიოდის საფუძვლიანად შესწავლაა საჭირო და რაღაც 1920-იანების F****** მუსიკებს უსმენს.
მისი ყველაზე ცუდი ჩვევაა Fast Food-ით კვება. . .
თუ მის ჩანთაში ჩაიხედავ იპოვი. . . ნუუ, იქ ყველაფრის ნახვა შეიძლება სამზარეულოს ტილოს გარდა.
როცა სახლში მარტოა საუბრობს ტელეზე, ჭამს, კითხულობს და დაუღალავად დაძვრება ნეტში (ტელევიზორი მის ცხოვრებაში საერთოდ არ განიხილება!)
მისი საყვარელი საიტებია http://www.last.fm/ და http://www.style.com/ (მგონი უკვე http://www.ffffound.com/ - იც)
ის ცხოვრობს პრინციპით: მინდა - ესე იგი იქნება!
მოკლედ, მას უკვე მობეზრდა საკუთარ თავზე მესამე პირში ლაპარაკი. ასე რომ. . .

ეს მე ვარ, ALSO ツ